ოთარ კიტეიშვილის პრესკონფერენცია უკრაინასთან მატჩის წინა დღეს ოთარ კიტეიშვილის პრესკონფერენცია უკრაინასთან მატჩის წინა დღეს » Footballnews ოთარ კიტეიშვილის პრესკონფერენცია უკრაინასთან მატჩის წინა დღეს
გათიშვა

ოთარ კიტეიშვილის პრესკონფერენცია უკრაინასთან მატჩის წინა დღეს

ოთარ კიტეიშვილის პრესკონფერენცია უკრაინასთან მატჩის წინა დღეს
5 საათის და 44 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

28 სექტემბერს საქართველოს ნაკრები დინამო არენაზე უკრაინას უმასპინძლებს.

მატჩის წინა დღეს რამაზ სვანაძესთან ერთად პრესკონფერენციაზე ოთარ კიტეიშვილი წარდგა:

"მადლობას გადავუხდი ვილი სანიოლს, ის პერიოდი, რაც ერთად გამოვიარეთ იყო ყველაზე აღმატებული.

"გარკვეული შედეგები, რაც ბოლოს ფიქსირდებოდა არ იყო შესაბამისი და რა თქმა უნდა, ფეხბურთში გუნდი ზოგჯერ იგებს, ზოგჯერ - აგებს.

"ახალ მწვრთნელთან ერთად იმედი მაქვს, რომ კარგ შედეგებს დავაფიქსირებთ. 

"გულშემატკივარს რასაც ვპირდებით იქნება ის, რომ ყოველთვის მაქსიმალურად დავიხარჯებით. ამას მე და ნაკრები ყოველთვის ასე ვაკეთებთ.

"ხვალინდელ შეხვედრაში იგრძნობთ იმ მუხტს, რაც გვაქ ამ გუნდის და ქვეყნის მიმართ.

"რაც აღვნიშნე წინა თამაშის შემდეგ, პირველი თამაში და გამოსასწორებლად დრო გვაქვს და ამაზე სწორი რეაქციაა საჭირო.

"სეზონის სტარტზე ტრავმა მქონდა და გარკვეული პერიოდი გამიცდა. რა დროს მივიღებ ხვალ ეს მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტია", - თქვა კიტეიშვილმა.

გირჩევთ