როგორც მოგეხსენებათ, 18 ივნისს ქალაქ დორტმუნდში ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს გამართავს.
"ჯვაროსნები", ევროპის ჩემპიონატის დებიუტში, მეზობელ თურქებს დაუპირისპირდებიან.
ამ მატჩთან დაკავშირებით მედიაში სუპერკომპიუტერის პროგნოზი ვრცელდება.
ანალიზითა და სტატისტიკის დათვლით სუპერკომპიუტერმა გამარჯვება საქართველოს უწინასწარმეტყველა.
მისი ანალიზით, ჩვენი გუნდი თურქეთის ნაკრებს ანგარიშით 2:1 დაამარცხებს. გოლებს კიტეიშვილი და კაშია გაიტანენ.
აქვე შეგახსენებთ, რომ ეს შეხვედრა ჩვენი დროით 20:00 საათზეა ჩანიშნული.