რამდენიმე დღის წინ ვარჯიშზე ანდრეი დემჩენკოსა და პაატა ღუდუშაურს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
შესაბამისად, უკრაინელმა მწვრთნელმა ფეხბურთელი ფლორასთან მატჩის განაცხადიდან მოხსნა და ესტონეთში არ წაიყვანა.
“არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. სამუშაო პროცესი იყო.”
“პაატა ღუდუშაურს კარგად ვიცნობ. 2021 წელს გორის დილაში მე მივიყვანე. 2-წლიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა, არავის უნდოდა მისი წაყვანა. ფეხბურთის თამაში მე დავაწყებინე. შემდეგ დაიწყო მისი კარიერული წინსვლა, მის ხასიათს იდეალუდად ვიცნობ.”
“პრობლემა აქ ისაა, რომ ზოგი უმკლავდება სპორტულ კონკურენციას, ზოგი ვერა. ეს მოხდა პაატას შემთხვევაში. თუ ვინმე საკუთარ ხასიათს ვერ აკონტროლებს, აფუჭებს გუნდში კლიმატს. ასეთ ფეხბურთელებთან ვერ ვმუშაობ.”
“დიახ, კონფლიქტი იყო და ვადასტურებ. ფეხბურთში მსგავსი რამ მომავალშიც მოხდება, რადგან ემოციური სპორტია. ამას პაატას ბოლო მატჩების გაუმართლებელი ეპიზოდები დაემატა. წითელი ბარათი, სხვა ეპიზოდები…”
“ასე არ შეიძლება. ფეხბურთელმა მისი ადგილის მოსაპოვებლად მწვანე მინდორზე ჯანსაღად უნდა იბრძოლოს. ამიტომაც, პაატა პირველი გუნდიდან მოკვეთილია.”
“ახლა გუნდში ჯანსაღი გარემოა და ფლორასთან მატჩისთვის ვემზადებით”.
პაატა ღუდუშაური ამ კომენტარს გამოეხმაურა:
“პირველ რიგში, წარმატებებს ვუსურვებ ბიჭებს. როგორც იბერიას, ასევე ყველა ქართულ კლუბს ევროტურნირებზე. იმედია, ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ წარიმართება.”
“მინდა გამოვეხმარო ანდრეი დემჩენკოს კომენტარს. ეს იყო სრული სიცრუე. ყველაფერს დრო გვიჩვენებს, ამ ეტაპზე მეტს არაფერს ვიტყვი.” - დაწერა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ