ცნობილია, ვის შეხვდება იბერია ევროპის ლიგაზე თუ სლოვანთან დამარცხდება ცნობილია, ვის შეხვდება იბერია ევროპის ლიგაზე თუ სლოვანთან დამარცხდება » Footballnews ცნობილია, ვის შეხვდება იბერია ევროპის ლიგაზე თუ სლოვანთან დამარცხდება
გათიშვა

ცნობილია, ვის შეხვდება იბერია ევროპის ლიგაზე თუ სლოვანთან დამარცხდება

ცნობილია, ვის შეხვდება იბერია ევროპის ლიგაზე თუ სლოვანთან დამარცხდება
2 საათის და 38 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

მიხეილ მესხიეს სახელობის სტადიონზე იბერია 1999-სა და სლოვან ბრატისლავას შორის ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გაიმართა.

ჩვენი გუნდი ანგარიშით 0:2 დამარცხა და ბრატისლავაში ასე ჩადის.

აღსანიშნავია, რომ თუ იბერიამ სლოვანის ბარიერის დაძლევა ვერ მოახერხა, გუნდი ავტომატურად ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთვება.

აქ ქართული კლუბის მეტოქე ჩრდილო ირლანდიურ ლარნესა და სერბულ ცვერნზე ზვეზდას შორის დამარცხებული იქნება.

წითელ არწივებს ევროტურნირამდე სულ რაღაც ერთი წყვილის გავლა აშორებთ - თუ იბერია სლოვანის ბარიერს ვერ გაივლის, ლარნესთან ან ზვეზდასთან გაიმარჯვებს და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ ეტაპზე გადავა, ამ შემთხვევაშო კონფერენს ლიგის საგზური გარანტირებულია.

ევროპა ლიგაზე მარცხის შემთხვევაში კი კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ეტაპზე ვერთვებით, სადაც გამარჯვების შემთხვევაში ლიგის ფაზაში ვკვალიფიცირდებით.

FACEBOOK კომენტარები