• 10-07-2023
    მაგარი ამბავი! - გიორგი ჩაკვეტაძე ლიგა 1-ში ითამაშებს
    მაგარი ამბავი! - გიორგი ჩაკვეტაძე ლიგა 1-ში ითამაშებს

    23 წლის ქართვეკი ფეხბურთელი, გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას საფრანგეთის ლიგა 1-ში განაგრძობს.

    ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, საჩა ტავოლიერის ცნობით, გიორგი ფრანგულ გუნდთან 1-წლიან საიჯარო ხელშეკრულებას გააფორმებს.

    საგულისხმოა, რომ “მეცმა” გასულ სეზონში ლიგა 2-ში მე-2 ადგილი დაიკავა და საფრანგეთის უმაღლეს ჩემპიონატში აღზევდა.

    არსებობს შანსი, რომ “მეცში” ჩაკვეს კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე დახვდეს, თუმცა ჟორჟის შეძენით ევროპის ტოპ გუნდები ინტერესდებიან და დიდი შანსია, რომ 22 წლის ქართველმა თავდამსხმელმა საფრანგეთი დატოვოს.

    ცნობისთვის, ჩაკვეტაძე გასულ სეზონში ბრატისლავას “სლოვანში” ასპარეზობდა, სადაც 41 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები