• 08-06-2023
    "ალ-აჰლის" მაჰრეზის წაყვანა უნდა
    "ალ-აჰლის" მაჰრეზის წაყვანა უნდა
    Author of the article
    Aa

    საუდის არაბეთის კლუბი "ალ-აჰლი" "მანჩესტერ სიტიდან" ალჟირელი გარემარბის, რიად მაჰრეზის გადაბირებაზე მუშაობს, - იუწყება ფაბრიციო რომანო.

    "სამეფო კლუბს" გამალებით ცდილობს 32 წლის შემტევის წაყვანას, თუმცა "ქალაქელები" რიადის უფასოდ დაკარგვას არ აპირებენ. პრემიერ ლიგის მოქმედ ჩემპიონებს მაჰრეზში დიდი თანხის მიღება სურთ. სხვა შემთხვევაში, "ეტიჰადის ბინადრები" ალჟირელს არ შეელევიან.

    რაც შეეხება თავად რიადის პოზიციას, გადაწყვეტილების მიღებამდე, მაჰრეზს უნდა გაიგოს, თუ რა როლი ექნება მომდევნო სეზონში.

    მიმდინარე სეზონში "სიტის" 17-მა ნომერმა სასტარტო შემადგენლობაში სტაბილური ადგილი დაკარგა. მიუხედავად ასოციაციის თასზე შესრულებული ჰეთ-თრიქისა, რიადი არც მადრიდის "რეალთან", ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ჯახების ძირითად თერთმეტეულში იმყოფებოდა და, უდიდესი ალბათობით, არც მილანის "ინტერის" წინააღმდეგ სათამაშო ფინალს დაიწყებს პირველივე წუთიდან.

    სხვათა შორის, "ალ-აჰლის" პრეზიდენტი ლონდონში შენიშნეს. ინგლისს იგი სწორედ მაჰრეზის ტრანსფერზე მოსალაპარაკებლად ეწვია.

    აქვე გეტყვით, რომ ალჟირელს "სიტისთან" კონტრაქტი 2025 წლის ივლისამდე აკავშირებს.

    Facebook კომენტარები