• 08-08-2023
    მიქაუტაძე ლიგა 1-ის საუკეთესო 90-ეულში! - საინტერესო სტატისტიკა
    მიქაუტაძე ლიგა 1-ის საუკეთესო 90-ეულში! - საინტერესო სტატისტიკა

    ცნობილმა გამოცემა 90min-მა საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული “მეცის” ახალგაზრდა შემტევი, გიორგი მიქაუტაძე გამოარჩია.

    ფრანგულმა გამოცემამ გიორგის შესახებ საინტერესო სტატიაც შემოგვთავაზა:

    “გიორგი მიქაუტაძე ლიგა 1-ის სრულად მომდევნო სეზონში აღმოაჩენს, ის ახლა სულ სხვა დონეზე გადადის. გიორგის გასულ სეზონში საოცარი სტატისტიკა ჰქონდა, მან 37 ჩატარებულ შეხვედრაში 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. წარმატებულმა სეზონმა მიქაუტაძე საინტერესო მოთამაშედ აქცია, თუმცა უფრო მაღალ დონეზე ადაპტაციისთვის გიორგის დრო დასჭირდება”. - წერია სტატიაში.

    90Min-მა გიორგი მიქაუტაძე ლიგა 1-ის საუკეთესო 90 მოთამაშეს შორის შეიყვანა.

    Facebook კომენტარები