• 08-08-2023
    მაგარი ამბავი! - ხვიჩა კვარაცხელია მოედანს უბრუნდება
    მაგარი ამბავი! - ხვიჩა კვარაცხელია მოედანს უბრუნდება

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ “ჟირონასთან” ამხანაგურ შეხვედრაში მარცხენა მუხლზე დაზიანება მიიღო.

    გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Corrielo Dello Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მოიშუშა.

    22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა დღეს “ნაპოლისთან” ერთად ივარჯიშა.

    ცნობისთვის, “პარტენოპეის” მომდევკო ამხანაგური შეხვედრა 11 აგვისტოს “აპოლონის” წინააღმდეგ ელის. სერია ა-ს პირველ ტურში კი კვარას გუნდში გიორგი კვერნაძის “ფროზინონეს” დაუპირისპირდება.

    Facebook კომენტარები