• 13-08-2023
    გადაწყვეტილია! - კონსტანტინ მარადიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო
    გადაწყვეტილია! - კონსტანტინ მარადიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო

    მოსკოვის “ლოკომოტივის” 23 წლის ნახევარმცველმა, კონსტანტინ მარადიშვილმა საქართცელოს ნაკრებში თამაში საბოლოოდ გადაწყვიტა.

    ჯეო თიმის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარადიშვილი ქართულ პასპორტს უახლოეს მომავალში მიიღებს.

    იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს დღეებში საქართველოს ფიფასგან თანხმობას მიიღებს, მარადიშვილი საქართცელოს ნაკრებს სექტემბრის სანაკრებო ფანჯარაზე დაეხმარება.

    საგულისხმოა, რომ მარადიშვილს რუსეთის 21-წლამდე ნაკრებში აქვს ნათამაშები, რის გამოც სჭირდება მას დასტური.

    ცნობისთვის, მარადიშვილმა რუსეთის ჩემპიონატის მე-4 ტურის შეხვედრაში “კრილია სოვეტოვს” გაუტანა.

    Facebook კომენტარები