• 14-08-2023
    მორიგი აღიარება! - სანდრო ალთუნაშვილი ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
    მორიგი აღიარება! - სანდრო ალთუნაშვილი ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

    ავსტრიის ჩემპიონატის მე-3 ტურიზმის შეხვედრაში “ვოლფსბერგერმა” შინ “აუსტრია ლუსტენაუ” მიიღო. მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

    საგულისხმოა, რომ “ვოლფსბერგერის” 26 წლის ნახევარმცველი, სანდრო ალთუნაშვილი Sofascore-ს ვერსიით ავსტრიის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

    ქართველმა მოთამაშემ Sofascore-სგან 7.8 შეფასება დაიმსახურა.

    ცნობისთვის, ალთუნაშვილი “ვოლფსბერგერს” ახლახან ბათუმის “დინამოდან” შეუერთდა.

    Facebook კომენტარები