• 02-10-2023
    "მე პასუხს არავის გავცემ ამას მოედანზე გავაკეთებ" - მიქაუტაძემ სიმართლე გააჟღერა
    "მე პასუხს არავის გავცემ ამას მოედანზე გავაკეთებ" - მიქაუტაძემ სიმართლე გააჟღერა

    ბოლო პერიოდში, ნიდერლანურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "აიაქსის" ქართველმა ახალწვეულმა, გიორგი მიქაუტაძემ მთავარ მწვრთნელს უთხრა, რომ თავის პოზიციაზე არ თამაშს სკამზე ჯდომა ურჩევნია.

    ქართული წყარო, "Geo Team" ფეხბურთელს პირადად დაუკავშირდა და გავრცელებულ ინფორმაციაზე ჰკითხა, რაც ფეხბურთელმა კატეგორიულად უარყო:

    "არ ვიცი რა ქვია ინფორმაციის ტალღას, რომელიც სოციალურ ქსელში ბოლო დროს ჩემს შესახებ ავრცელებენ. სასაცილოა, სად აქვს ხალხს ფანტაზიის უნარი. არა, ფანტაზია კარგია, მაგრამ მაშინ, როცა უცნებობ და როცა სხვის ცხოვრებას ეხები, ამის უფლება არ გაქვს"

    "ნეტავ, ფიქრობენ ასეთ დროს სხვა რამეზე? ადამიანობა არაფრის გამო არ უნდა დაკარგო, მაგრამ ეს დღეც ძალიან ცოტას თუ აღელვებს, მხოლოდ საკუთარ საქმეზე ფიქრობენ. რას იზამ, ცხოვრება ასეთია, ეს ისევ მათთვისაა ცუდი"

    "მე პასუხს არავის ვცემ ლაპარაკით, პასუხის გაცემა ვიცი ბურთით, მოედანზე. რაც შეეხება იმ გულშემატკივარს, ვინც ყოველთვის წრფელი გულით აღნიშნავს თუ განიცდის ჩემს ამბებს: საქართველოში, საფრანგეთში, ბელგიაში, ნიდერლანდებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მინდა მათ დიდი მადლობა ვუთხრა. მათგან მხარდაჭერას ყოველდღიურად ვგრძნობ, რისთვისაც მადლობელი ვარ” - განაცხადა ქართველმა.

    Facebook კომენტარები