• 21-12-2023
    საბოლოოდ გადაწყდა! - გიორგი მიქაუტაძე “მეცში” ბრუნდება
    საბოლოოდ გადაწყდა! - გიორგი მიქაუტაძე “მეცში” ბრუნდება

    საქართველოს ნაკრებისა და “აიაქსის” ახალგაზრდა ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე 6 თვიანი იჯარით ფრანგულ “მეცში” ბრუნდება.

    გავლენიანი ფრანგული წყაროს, TEAM GRENAT-ის სპორტული ჟურნალისტის, ფლოდასის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიქაუტაძემ 20 დეკემბერს სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა.

    ქართველმა ფეხბურთელმა გუნდთან კონტრაქტსაც მოაწერა ხელი.

    “მეცს” 23 წლის ქართველი თავდამსხმელის გამოსყიდვის უფლება არ ექნება.

    ცნობისთვის, გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში “აიაქსის” მაისურით 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 

    Facebook კომენტარები