• 13-08-2023
    “რეალმა” მამარდას თაობაზე პირველი ოფიციალური შეთავაზება გააკეთა - “ვალენსიას” პასუხი ცნობილია
    “რეალმა” მამარდას თაობაზე პირველი ოფიციალური შეთავაზება გააკეთა - “ვალენსიას” პასუხი ცნობილია

    როგორც მოგეხსენებათ, ესპანურ პრესაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მადრიდის “რეალი” გიორგი მამარდაშვილის შეძენით აქტიურად ინტერესდებოდა.

    ჯეო თიმის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “სამეფო კლუბმა” “ვალენსიას” მამარდაშვილის თაობაზე ოფიციალური შეთავაზება გაკეთა.

    წინადადება 1 წლიან იჯარას, რომელიც 5-7 მილიონი ევრო ჯდებოდა + 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოსყიდვის უფლებას ითვალისწინებდა.

    როგორც გაირკვა, აღნიშნულ შეთავაზებაზე უარი თავად “ვალენსიას” პრეზიდენტმა, პიტერ ლიმმა თქვა.

    ცნობისთვის, “რეალმა” საბოლოოდ კეპა არისაბალაგას ტრანსფერი განახორციელა.

    Facebook კომენტარები