• 15-06-2023
    ბათუმის "დინამოს" უდიდესი შეცდომა - რა სარგებლის ნახვა შეეძლო გუნდს ხვიჩას ტრანსფერით
    ბათუმის "დინამოს" უდიდესი შეცდომა - რა სარგებლის ნახვა შეეძლო გუნდს ხვიჩას ტრანსფერით

    როგორც მოგეხსენებათ, გასული წლის აგვისტოში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა და იგი "პარტენოპეის" რიგებს ბათუმის "დინამოდან" შეურთდა.

    მოგეხსენებათ, კვარას ტრანსფერი ნეაპოლელებს 10 მილიონი ევრო დაუჯდათ და ამ თანხის უმეტესი ნაწილი ყაზანის "რუბინმა" მიიღო.

    აღსანიშნავია, რომ ქართულ კლუბს ხვიჩას ტრანსფერით უდიდესი სარგებლის ნახვა შეეძლო, თუმცა გუნდმა ეს შანსი ხელიდან გაუშვა.

    კერძოდ, "დინამოს" საშუალება ჰქონდა, რომ კონტრაქტში შეეტანა პუნქტი, რომლითაც კვარას წარმატების მიღწევაში გუნდი უდიდეს ბონუსებს მიიღებდა, რაც საკმაოდ აპრობირებული მეთოდია ფეხბურთში.

    ხვიჩა კი, თავის სადებიუტო ნეაპოლურ სეზონში სერიას გამარჯვებული, იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

    ასე და ამგვარად, "დიდ სატრანსფერო თამაშებში" გამოუცდელობის გამო, ბათუმის "დინამომ" უდიდესი თანხის მიღების მართლაც რომ რეალური შანსი გაუშვა ხელიდან.

    Facebook კომენტარები