• 10-12-2023
    ცუდი ამბავი - კვარას გუნდთან ერთად არ უვარჯიშია
    ცუდი ამბავი - კვარას გუნდთან ერთად არ უვარჯიშია

    დღეს ხვიჩა კვარავხელიას "ნაპოლიმ" "ბრაგასთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩამდე 2 დღით ადრე საკუთარ ბაზაზე ვარჯიში გამართა.

    გუნდის ვებგვერდი ავრცელებს ინფორმაფიას, რომ კვარას გუნდთან ერთად არ უვარჯიშია, მან სპორტ დარბაზში ინდივიდუალირად ივარჯიშა.

    როგორც ცნობილია, ამის მიზეზი მცირე გაციებაა.

    ჯერჯერობით უცნობია იქნება თუ არა ხვიჩა "ბრაგასთან" მატჩისთვის, რომელიც 12 დეკემბერს 23:55 წუთზეა ჩანიშნული.

    აქვე შეგახსენებთ, რომ ეს თამაში "პარტენოპეისთვის" მნიშვნელოვანია, რადგან გუნდს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საგზური ჯერ კიდევ არ მოუპოვებია.

    Facebook კომენტარები