• 16-01-2024
    ცნობილია - ვინ გაწვრთნის "რომას" მოურინიოს გათავისუფლების შემდეგ
    ცნობილია - ვინ გაწვრთნის "რომას" მოურინიოს გათავისუფლების შემდეგ

    უკვე ოფიციალურად - "რომამ" ჟოზე მოურინიო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა.

    აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაცია იტალიური კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა.

    "გვსურს, რომ ჟოზე მოურინიოს მისი მონდომებისა და ძალისხმევის გამო მთელი გუნდის სახელით მადლობა გადავუხადოთ.

    "ჩვენ ყოველთვის გვექნება მოგონებები რომაში მისი მუშაობის შესახებ და იმედი გვაქვს, რომ ეს ცვლილება კლუბის სასიკეთოდ იმოქმედებს", - აღნიშნეს რომაული კლუბის მფლობელებმა.

    აღსანიშნავია, რომ ისიც გაირკვა, თუ ვინ ჩაიბარებს იტალიურ გუნდს. "SkySport"-ის ინფორმაციით, კლუბის ახალი თავკაცი ლეგენდარული დანიელე დე როსი იქნება.

    Facebook კომენტარები