• 21-01-2024
    კვარაცხელია “ინტერთან” მატჩს სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს? - Il Mattino სენსაციურ ინფორმაციას აქვეყნებს
    კვარაცხელია “ინტერთან” მატჩს სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს? - Il Mattino სენსაციურ ინფორმაციას აქვეყნებს

    როგორც მოგეხსენებათ, “ნაპოლი” იტალიის სუპერთასის ფინალში “ინტერს დაუპირისპირდება.

    გავლენიანმა იტალიურმა გამოცემა Il Mattino-მ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა.

    იტალიური წყაროს ცნობით, არ არის გამორიცხული, რომ კვარამ ფინალური მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყოს და შეხვედრაში მეორე ტაიმში ჩაერთოს. 

    წყაროს ინფორმაციით, ხვიჩა ფიორენტინასთან მატჩში ძალიან დაიღალა და მაძარიმ მისი შეცვლა გადაწყვიტა. თუ ხვიჩა ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა, დიდი ალბათობით, მას ჯაკომო რასპადორი ჩაანაცვლებს.

    ცნობისთვის, “ნაპოლისა” და “ინტერის” დაპირისპირება 22 იანვარს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები