• 21-03-2024
    არც კვარაცხელია, არც კანკავა - ვინ იქნება ნაკრების 7-იანი ლუქსემბურგის წინააღმდეგ
    არც კვარაცხელია, არც კანკავა - ვინ იქნება ნაკრების 7-იანი ლუქსემბურგის წინააღმდეგ

    ახლახანს გამოქვეყნდა საქართველოს ნაკრების 23-კაციანი განაცხადი ლუქსემბურგის წინააღმდეგ, სადაც ფეხბურთელთა ნომერები გახდა ცნობილი.

    ხალხში დაიბადა შეკითხვები, თუ ვინ იქნებოდა ამ მატჩებში ნაკრების შვიდი ნომერი, ეს ნომერი, როგორც წესი, ხვიჩა კვარაცხელიასია, თუმცა ჯაბა კანკავას ნაკრებში დაბრუნებამ მაყურებელში კითხვები გააჩინა.

    ასევე სახსენებელია ისიც, რომ ლუქსემბურგთან მატჩს კვარა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

    განაცხადის მიხედვით, ამ მატჩში "ჯვაროსნების:" შვიდიანი სანდრო ალთუნაშვილი იქნება, თუმცა სავარაუდოა, რომ მხოლოდ ამ მატჩში, რადგან ფინალში გასვლის შემტხვევაში გუნდს ხვიჩა დაუბრუნდება.

    აქვე გეტყვით იმასაც, რომ კანკავა 20-ნომრიან მაისურს მოირგებს.

    Facebook კომენტარები