• 28-01-2023
    კლოპი: "ფეხბურთიდან ამ ასაკში წავალ"
    [/xfgiven_playerads]
    კლოპი: "ფეხბურთიდან ამ ასაკში წავალ"
    ავტორი
    Aa

    ბოლო ხანებში იურგენ კლოპი თავის სამომავლო გეგმებზე ხშირად საუბრობს და არ მალავს, რომ ფეხბურთში გაჩერებას კიდევ დიდი ხნით არ აპირებს.


    ცოტა ხნის წინ მან განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, მწვრთნელობა მაშინაც გააგრძელოს, როცა 70 წელს გადაცდება:


    "როი ჰოჯსონი ფეხბურთში 75 წლის ასაკშიც კი იყო, მე კი ვფიქრობ, რომ მას არ მივბაძავ.


    ვერ ვხედავ 70 წელს გადაცილებულ ჩემ თავს, რომელიც ყოველკვირეულად მოედნის კიდესთან დგას და გუნდს მითითებებს აძლევს, ანაც ყოველდღიურად ვარჯიშებს ატარებს 1 ან 2 საათით, მითუმეტეს ცუდ ამინდში.


    მესმის მათიც, ვინც ამ საქმეში ჩაფლულია, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ვფიქრობ, გავუმკლავდები ფეხბურთიდან წასვლას, როცა დრო იქნება."

    Facebook კომენტარები