• 26-04-2024
    ტუხელი ფანების მიერ მისი დარჩენის მოთხოვნას გამოეხმაურა
    ტუხელი ფანების მიერ მისი დარჩენის მოთხოვნას გამოეხმაურა

    ჯერ კიდევ 2024 წლის თებერვალში, მიუნხენის "ბაიერნმა" დაანონსა, რომ ტომას ტუხელი სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებდა. გადაწყვეტილება უპირველესად ბუნდესლიგის ჩაფლავებული სეზონის გამოძახილია, ვინაიდან ტიტული კლუბმა 11 წლიანი დომინაციის შემდეგ "ლევერკუზენს" დაუთმო.

    მას შემდეგ, გუნდმა "არსენალის" ბარიერი გადალახა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა, სადაც ისინი მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდებიან, ტუხელმა გულშემატკივრების კეთილგანწყობა მოიპოვა. 

    "რეკორდმაისტერის" ფანებმა პეტიცია შექმნეს, რომელიც გერმანელს კლუბში დარჩენისკენ მოუწოდებს და ძალიან მცირე დროში მათ უკვე 13000-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს. 

    ტუხელს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ იქონიებს ეს ფაქტი მასზე გავლენას და თუ გადააფიქრებინებს გუნდიდან წასვლას, რაზეც მან განაცხადა: "მოუხედავად იმისა, რომ ეს თემა ძალიან კარგია, ფანებს სურთ, რომ დარჩე და ეს მშვენიერია, თუმცა ახლა ეს პრიორიტეტი არაა და არც უნდა იყოს. 

    "მომდევნო 11 დღის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთზე უნდა ვკონცენტრირდეთ, ჩვენი მიზანია ბუნდესლიგაში მაქსიმალური ქულების მოგროვება და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა. სასიამოვნოა ეს თუ არა, ჩემს თავს არ ვაძლევ უფლებას ამან გავლენა იქონიოს." განაცხადა "ბაიერნის" თავკაცმა.

    Facebook კომენტარები