• 27-04-2024
    ტენ ჰაგი: "შემდეგ სეზონში ამის იმედი არ უნდა გქონეთ"
    ტენ ჰაგი: "შემდეგ სეზონში ამის იმედი არ უნდა გქონეთ"

    ერიკ ტენ ჰაგმა "იუნაიტედის" ფანებს მოუწოდა, არ ჰქონდეთ იმედი იმისა, რომ ისინი შემდეგ სეზონში გუნდი პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ან, თუნდაც, მეორე ადგილისთვის იბრძოლებს.

    ნიდერლანდელმა სპეციალისტმა "ბარნლისთან" გასამართი მატჩის წინ განაცხადა: "წელს თავი კარგად გვიჭირავს, თუმცა ვფიქრობ, როცა ლაზარეთიდან ყველა მოთამაშე დაგვიბრუნდება, ოთხეულისთვის აუცილებლად ვიბრძოლებთ".

    "მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში "სიტი" დომინირებს, ეს აღარ არის მხოლოდ ორი ან სამი გუნდის რბოლა პრემიერ ლიგის ტიტულისთვის, იქვე არიან "ვილა", "სპურსი", "ნიუკასლი" და სხვა."

    "ბევრი ძალიან კარგი გუნდია. ექვსი ან შვიდი ისეთი, რომლებსაც ჩვენთვის კონკურენციის გაწევა შეუძლია, ასევე არ უნდა ჩამოვწეროთ "ჩელსი". ეს ყველა კლუბი საუკეთესო ოთხეულისთვის იბრძვის და ჩვენც ერთ-ერთი მათგანი ვართ. მე მჯერა, რომ თუ კარგი სატრანსფერო ფანჯარა გვექნება, მიზანს აუცილებლად მივაღწევთ." განაცხადა "წითელი ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა.

    შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ "იუნაიტედი" მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ზონაში შესვლისთვის იბრძვის. ამ მომენტისთვის გუნდი ცხრილში მეექვსე ადგილზე იმყოფება და მეოთხე ადგილოსან "ასტონ ვილას" 13 ქულით ჩამორჩება.

    Facebook კომენტარები