• 02-06-2024
    საქმეში დიდი თანხები ჩაერთო - როგორ ანაზღაურებას სთავაზობს "პსჟ" ხვიჩას
    საქმეში დიდი თანხები ჩაერთო - როგორ ანაზღაურებას სთავაზობს "პსჟ" ხვიჩას

    როგორც მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში ხვიჩა კვარაცხელიას "პარის სენ-ჟერმენთან" აქტიურად აკავშირებენ.

    ამ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

    მისი თქმით, "პარის სენ-ჟერმენი" მზადაა ქართველ ფეხბურთელს 5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს.

    აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების პირობების მიხედვით კვარას წლიური ანაზღაურება 7 მილიონი ევრო იქნება.

    აქვე საგულისხმოა ისიც, რომ "პარტენოპეიში" ხვიჩას ამჟამინდელი ხეფასი 1.5 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა იტალიური კლუბი მოთამაშისთვის გაუმჯობესებული პრიობების შეთავაზებას გეგმავს.

    შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2027 წელს ეწურება.

    Facebook კომენტარები