დონეცკის "შახტარის" ქართველი განაპირა მცველის, ირაკლი აზაროვის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა.
უკრაინულ გუნდში მშვენიერი სეზონის შემდეგ, "Transfermarkt"-ზე ქართველის ფასი 1,5 მილიონით მოიმატა.
აქამდე ირაკლი 3,5 მილიონ ევროდ იყო შეფასებული, ახლა ფეხბურთელის ღირებულება 5 მილიონ ევროს შეადგენს.
გასულ სეზონში "შახტარის" რიგებში აზაროვმა 33 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 4 საგოლე პასით გამოიჩინა. წლის განმავლობაში ქართველი მუდმივ სათამაშო დროს იღებდა და კარგადაც გამოიყურებოდა.
თუმცა ამ ყველაფრის ფონზე ირაკლი ვილი სანიოლმა 26-კაციან განაცხადში მაინც არ შეიყვანა, რასაც ქართველი ქომაგის მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
აქვე მოგახსენებთ, რომ აზაროვი ამ ღირებულებით, ოთო კიტეიშვილთან ერთად, საქართველოს ნაკრების მე-4 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია.
 ლეგიონერები
 დინამო თბილისი
 დინამო ბათუმი
 იბერია 1999
 გაგრა
 ტორპედო
 თელავი
 სამგურალი
 დილა
 ჩემპიონთა ლიგა
 ევროპა ლიგა
 კონფერენს ლიგა
 პრემიერ ლიგა
 ერთა ლიგა
 ლა ლიგა
 სერია ა
 ბუნდესლიგა
 ლიგა 1
 ერედივიზიონი
 მანჩესტერ იუნაიტედი
 ლივერპული
 მანჩესტერ სიტი
 ჩელსი
 არსენალი
 ტოტენჰემი
 რეალი
 ბარსელონა
 ატლეტიკო
 სევილია
 ვალენსია
 იუვენტუსი
 ნაპოლი
 მილანი
 ინტერი
 რომა
 ლაციო
 ბაიერნი
 დორტმუნდი
 ლაიფციგი
 პსჟ
 ლიონი
 მონაკო
 მარსელი
 აიაქსი
 ბენფიკა
 პორტუ
