• 23-10-2023
    ცნობილია: ვინაა „აიაქსის“ მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი
    ცნობილია: ვინაა „აიაქსის“ მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, ამსტერდამის "აიაქსმა" გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან მორის სტეინი გაათავისუფლა. 

    ნიდერლანდურ პრესაში უკვე ვრცელდება ცნობები იმის თაობაზე, თუ ვინ ჩაუდგებათ სათავეში "იოჰან კრუიფ არენის" ბინადრებს.

    AD.Sportwereld-ის ინფორმაციით, "აიაქსი" 59 წლის სპეციალისტს, ჯონ ვან'ტ შიპს სთხოვს, რომ გუნდს სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელოს.

    ვან'ტ შიპი "აიაქსის" ფანებისთვის კარგად ნაცნობი ფიგურაა. 1981-1992 წლებში მან "ღვთის შვილების" მაისურით 273 მატჩი ჩაატარა და თავი 29 გოლით გამოიჩინა. ნიდერლანდების ნაკრებში მას 40 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

    სხვათა შორის, 2008-2010 წლებში ნიდერლანდელი "აიაქსის" სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო. 2009 წელს მას გუნდის დროებით თავკაცადაც მოუწია მუშაობა. 

    ბოლო გუნდი, რომელსაც ვან'ტ შიპი წვრთნიდა, საბერძნეთის ეროვნული ნაკრები გახლდათ. იქ მან 2 წელზე მეტი იმუშავა და ელადა 2021 წლის ნოემბერში დატოვა.

    Facebook კომენტარები