• 26-04-2024
    გაბრიელ პაულისტა "ატლეტიკოში" არ დარჩება
    გაბრიელ პაულისტა "ატლეტიკოში" არ დარჩება
    Author of the article
    Aa

    მადრიდული Marca ირწმუნება, რომ "ატლეტიკოს" გამოცდილი ცენტრალური მცველის, გაბრიელ პაულისტას უახლოესი მომავალი თითქმის გადაწყვეტილია.

    ბრაზილიელი უკანახაზელი "როხიბლანკოს" იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე, "ვალენსიასთან" კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ შეუერთდა. მხარეებს შორის 6-თვიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

    მაშინ ითქვა, რომ თუ გაბრიელი "ინდიელთა" უფროსობას თავს მოაწონებდა, კონტრაქტი კიდევ 1 წლით გახანგრძლივდებოდა, რაც მას "ვანდა მეტროპოლიტანოზე" 2025 წლის ზაფხულამდე დატოვებდა.

    Marca-ს ცნობით, მოვლენების ამგვარი სცენარით განვითარება გამორიცხული ჩანს.

    გაბრიელი "ატლეტიკოს" კონტრაქტის ამოწურვისთანავე, 30 ივნისს დატოვებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს 33 წლის ფეხბურთელი კარიერას.


    Facebook კომენტარები