• 26-04-2024
    ფატი "ბარსას" თამაშს არ ტოვებს - ანსუს დაბრუნების იმედი აქვს
    ფატი "ბარსას" თამაშს არ ტოვებს - ანსუს დაბრუნების იმედი აქვს
    Author of the article
    Aa

    ანსუ ფატი "ბარსელონაში" თავის მომავალს ჯერ კიდევ იმედის თვალით უყურებს, - იუწყება SPORT-ის ჟურნალისტი, ტონი ხუანმარტი.

    წყაროს თანახმად, 21 წლის თავდამსხმელი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ყველა მატჩს ადევნებს თვალს. მან ყველაფერი იცის იმის შესახებ, რაც კატალონიურ გრანდში ხდება.

    ანსუს სჯერა, რომ პრესეზონზე ჩავი ერნანდესის დარწმუნება შეეძლება. წინასასეზონო შეხვედრებში ესპანელი ფორვარდი თავისი საუკეთესო ვერსიის დემონსტრირებას აპირებს.

    ფატის მიზანი ახლა "ბრაიტონში" სეზონის კარგად ჩამთავრება და "თოლიების" ევროტურნირებზე გაყვანაა, თუმცა იგი პრემიერ ლიგაში დარჩენას არ გეგმავს. დიდი ალბათობით, ახალგაზრდა ფორვარდის გამოსყიდვა არც ბრაიტონელთა გეგმებში შედის.

    მიმდინარე სეზონში ესპანელმა 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 4 გოლი გაიტანა.

    ასევე საგულისხმოა, რომ სასტარტო შემადგენლობიდან ანსუმ სულ 9 შეხვედრა დაიწყო.

    Facebook კომენტარები