• 13-05-2022
    "მადლობა, "ბარსელონა!" - კოუტინიო "ბარსას" დაემშვიდობა
    "მადლობა, "ბარსელონა!" - კოუტინიო "ბარსას" დაემშვიდობა

    როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" გუშინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბირმინგემის "ასტონ ვილამ" ფილიპე კოუტინიო კატალონიური გრანდიდან გამოისყიდა.


    ამ ამბავს ბრაზილიელი ნახევარმცველი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და "ბლაუგრანას" ემოციურად დაემშვიდობა.


    "ბარსელონაში" თამაში ბავშვობის ოცნება იყო, რომელიც ავისრულე. მადლიერი ვარ იმ გამოცდილებისთვის, რომელიც კლუბში მივიღე. დღეს ვამთავრებ ამ თავგადასავალს და მადლობას ვუხდი სამწვრთნელო შტაბს, სპორტსმენებს, ფანებს და სხვა თანამშრომლებს, რომლებიც ამ ყველაფრის ნაწილნი იყვნენ.


    მადლობა, "ბარსელონა!" - წერს ფილი.


    შეგახსენებთ, რომ "ასტონ ვილამ" 30 წლის ნახევარმცველი 20 მილიონ ევროდ გამოისყიდა.


    კოუტინიო "ბარსელონამ" 2018 წლის იანვარში შეიძინა. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით ჩატარებულ 106 მატჩში ფილმა გაიტანა 25 გოლი, გააკეთა 14 ასისტი და მოიგო 5 ტიტული.

    Facebook კომენტარები