• 14-08-2023
    ოფიციალურად: მოიზეს კაისედო "ჩელსის" ფეხბურთელია
    ოფიციალურად: მოიზეს კაისედო "ჩელსის" ფეხბურთელია
    Author of the article
    Aa

    ლონდონის "ჩელსიმ" "ბრაიტონიდან" ეკვადორელი ნახევარმცველის, მოიზეს კაისედოს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ახალგაზრდა შუახაზელმა "არისტოკრატებთან" 8-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

    "ჩელსი" მოიზესში გადახდილ თანხას არ ასაჯაროვებს, მაგრამ თუ ბრიტანულ პრესას დავუჯერებთ, კაისედოს შეძენა 115 მილიონი ფუნტი დაჯდა. ლონდონელებმა ინგლისურ ფეხბურთში სატრანსფერო რეკორდი წელს უკვე მეორედ დაამყარეს - იქამდე ეს ენცო ფერნანდესის "ბენფიკადან" 106 მილიონ ფუნტად წაყვანისას მოხდა.

    როგორც გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ ისე ჩანდა, რომ ეკვადორელის "ლივერპულში" გადაბარგება გადაწყვეტილი გახლდათ, "თოლიებთან" შეთანხმება იურგენ კლოპმაც კი დაადასტურა, თუმცა, საბოლოოდ, მოიზესი "სტემფორდ ბრიჯზე" აღმოჩნდა.

    "ჩელსიში" მოსვლა მაბედნიერებს. ძალიან აღელვებული ვარ და როცა "ჩელსი" დამიკავშირდა, ორჯერაც კი არ დავფიქრებულვარ. ვიცოდი, რომ ამ კლუბში გადასვლა მინდოდა.

    აქ ყოფნა ახდენილი ოცნებაა. ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ გუნდთან ერთად ვარჯიშს," - თქვა კაისედომ.

    Facebook კომენტარები