• 30-03-2024
    პოსტეკოგლუ: "სონი დაღლილია, მაგრამ საჭირო დროს მუდამ ადგილზეა"
    პოსტეკოგლუ: "სონი დაღლილია, მაგრამ საჭირო დროს მუდამ ადგილზეა"
    Author of the article
    Aa

    ლონდონის "ტოტენჰემი" "ლუტონ თაუნთან" მატჩს ჯერ კიდევ მესამე წუთზე ტაჰიტ ჩონგის მიერ გატანილი გოლით აგებდა, თუმცა "დეზებმა" თამაში მაინც დაატრიალეს. 51-ე წუთზე წონასწორობა ისა კაბორეს ავტოგოლმა აღადგინა, ძირითადი დროის ამოწურვამდე 4 წუთით ადრე კი "სპურსს" მხსნელად ჰონ მინ სონი მოევლინა.

    "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ენჟ პოსტეკოგლუმ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე სწორედ სონის შესახებ ისაუბრა. ავსტრალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ 31 წლის შემტევი სანაკრებო პაუზიდან დაღლილი ბრუნდება ხოლმე.

    "დარწმუნებული ვარ, რომ სონი თავს დაღლილად გრძნობს. როცა ავსტრალიის ეროვნულ ნაკრებს ვთავკაცობდი, სულ რამდენიმე ფეხბურთელი გვყავდა, რომლებიც მსოფლიოს ამ მხარეს თამაშობდნენ.

    მგზავრობა ხანგრძლივია, არის დროში განსხვავებაც. მიუხედავად ამისა, საჭირო მომენტში სონი ყოველთვის ადგილზეა.

    როცა მას თამაში შეუძლია, უნდა, რომ უმაღლეს დონეზე ითამაშოს და ამის კეთებას აგრძელებს," - თქვა პოსტეკოგლუმ.

    პრემიერ ლიგის მიიმდინარე სეზონში სამხრეთ კორეელს უკვე 15 გოლი და 8 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

    რაც შეეხება "ტოტენჰემს", მეოთხეადგილოსან "ასტონ ვილას" გუნდი 3 ქულით ჩამორჩება, თუმცა მათზე 1-ით ნაკლები მატჩიც აქვს ჩატარებული.

    Facebook კომენტარები