• 26-10-2023
    "მოიყვანეთ არველაძე!" - "აიაქსის" ქომაგს მთავარ მწვრთნელად შოთა სურს
    "მოიყვანეთ არველაძე!" - "აიაქსის" ქომაგს მთავარ მწვრთნელად შოთა სურს

    როგორც მოგეხსენებათ, ამსტერდამის "აიაქსი" მთავარი მწვრთნელის გარეშეა დარჩენილი. "ღვთის შვილებმა" მორის სტეინს კარისკენ მიუთითეს, მისი შემცვლელი კი ჯერ არ წარუდგენიათ.

    ცხადია, ქართველ გულშემატკივარს ყველაზე მეტად ის გაუხარდებოდა, ნიდერლანდური გრანდის სათავეში მისი ყოფილი ფეხბურთელი, შოთა არველაძე რომ ეხილა. 50 წლის სპეციალისტი ახლა უმუშევარია და შეთავაზებებს ელის, "აიაქსი" კი მისთვის ნაცნობი ადგილია.

    შოთას გვარი ამსტერდამელებთან მიმართებაში ჯერ არ გაჟღერებულა, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ მის "იოჰან კრუიფ არენაზე" დაბრუნებას ნიდერლანდების ყველაზე ტიტულოვანი გუნდის რამდენიმე არაქართველი ქომაგიც ითხოვს. მაგალითად, სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" ასეთ პოსტებს წააწყდებით:

    "მოიყვანეთ შოთა არველაძე! ის ნიდერლანდებში მუშაობას მოინდომებს. და მას "აიაქსის" დნმ აქვს!!! ჯონ ვან შ'იპთან ერთად იმუშაოს."

    "შოთა არველაძემ იცის, როგორი ფეხბურთის თამაში უნდათ "აიაქსში" და რამდენად დიდი წნეხია ამ გუნდის გაძღოლა."

    ამ გულშემატკივრის სურვილის ახდენის შანსი მიზერულია (ყოველ შემთხვევაში, ახლა), თუმცა თავად სურვილის გამოხატვაში ცუდი ნამდვილად არაფერი გახლავთ. აქვე გეტყვით, რომ ამსტერდამელთა მთავარი მწვრთნელის მოვალეოობას ახლა ჰედვიგს მადურო ასრულებს. 

    Facebook კომენტარები