• 17-09-2023
    "ამ გუნდთან ერთად თამაში მარტივია" - რა თქვა ფელიქსმა გამარჯვების შემდეგ
    "ამ გუნდთან ერთად თამაში მარტივია" - რა თქვა ფელიქსმა გამარჯვების შემდეგ

    როგორც იცით, გუშინ კატალონიის "ბარსელონასა" და "რეალ ბეტისის" მატჩი შედგა, სადაც კატალონიელებმა მეტოქე 5:0 გაანადგურეს.

    შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟოაუ ფელიქსმა, რომელმაც "ბლაუგრანაში" სადებიუტო გოლი გაიტანა, მედიასთან ისაუბრა.

    "ჩემი ტრანსფერი კარგი იყო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. აქ ძალიან ბედნიერი ვარ.

    "ამ გუნდთან ერთად თამაში მარტივია. როცა კარგი სტრუქტურა გაქვს, ყველა მოთამაშე თავის ადგილზეა და ბურთი სწრაფად ტრიალებს, გოლების მიღწევა უფრო იოლია", - თქვა ფელიქსმა.

    Facebook კომენტარები