გონსალო იგუაინის მიღწევა

4-05-2017, 00:37

“ჩემპიონთა ლიგის“ ნახევარფინალური ეტაპის მატჩში, სადაც “იუვენტუსი“ სტუმრად “მონაკოს“ დაუპირისპირდა იგუაინმა მნიშვნელოვანი შედეგი დააფიქსირა.

არგენტინელმა ფორვარდმა ფრანგულ კლუბს გოლი 29-ე წუთზე გაუტანა და ანგარიში გახსნა. ეს გოლი ამ სეზონში ტურინული კლუბის შემადგენლობაში 30-ე იყო იგუაინისთვის, რითაც ის 2001-02 სეზონიდან მოყოლებული გახდა პირველი “იუვენტუსის“ ფეხბურთელი ტრეზეგეს შემდეგ, რომელმაც 1 სეზონში 30 გოლის გატანა მოახერხა.

ამის შემდეგ კი 59-ე წუთზე გონსალო იგუაინმა მეორე გოლიც გაუტანა ფრანგებს და დუბლი შეასრულა. შედეგად მას “იუვენტუსის“ შემადგენლობაში სადებიუტო სეზონში უკვე 31 გოლი აქვს გატანილი. სწორედ მისი გოლებით იტალიელებმა იმარჯვეს.



  • Geto
  • 4 მაისი 2017 00:39
რეალი იუვე ფინალი

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით