"იუვემ" ჯიჯის შემცვლელს მიაგნო

3-06-2017, 17:50

ტურინის "იუვენტუსმა" ლეგენდარული ჯანლუიჯი ბოფონის ჩანაცვლებაზე ფიქრი დაიწყო, რადგანაც იტალიელი კარის დარაჯი კარიერას 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დაასრულებს.

მასიმილიანო ალეგრიმ ჯიჯის შემცვლელი სერია ა-ში მონახა ვოიცეხ შჩესნის სახით, რომელიც ამჟამად "რომას" ღირსებას იცავს. სავარაუდოდ პოლონელ მეკარეში "ბებერი ქალბატონი" 16 მილიონი ევროს გადახდას და მასთან 4 წლიანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს.

თუმცა შჩესნის მომავალი ჯერ კიდევ უცნობია, რადგან მასზე სატრანსფერო უფლებები ლონდონის "არსენალს" ეკუთვნის. "მეთოფეების" თავკაცს კი გავრცელებული ჭორების თანახმად, პოლონელი მეკარის ლონდონში დაბრუნება სურს. 

შჩესნი მიმდინარე სეზონში სტაბილურად გამოიყურება. მან დიდი როლი ითამაშა "რომასთვის" ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაში და გასაკვირია არაა, რომ "იუვე" შეეცადოს 27 წლის მეკარის შეძენას.



  • herrgio
  • 3 ივნისი 2017 17:51
ჯიჯის ეს ვერასდროს შეცვლის. დონარუმა მოიყვანეთ!!

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით