21-07-2023
"რაც შეეხება კვარაცხელიას, უთამაშებლობაზე მგონია.." - ცხადაძემ 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა
Author of the article
საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ საქართველოს ნაკრების 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა შეაფასა:
"საქართველოში ჩატარებული ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, ამით ქართული ფეხბურთისთვის ძალიან დიდი საქმე გაკეთდა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ევრო 2023-ის საქართველოში ჩატარებაში მონაწილეობდნენ"
"რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, ოლიმპიადაზე რომ ვერ გავედით. ეს ფეხბურთელებისთვის გარკვეული ზეწოლა იყო, ამ ფაქტორმა მოთამაშეებზე ცუდად იმოქმედა"
"რაც შეეხება კვარაცხელიას, უთამაშებლობაზე მგონია, რომ კლუბის ზეწოლა იყო (რომ არ ეთამაშა), ის 100 მილიონი ღირს", - თქვა ცხადაძემ.
ტეგები:
Facebook კომენტარები