"იუვენტუსი" ბუფონსა და ბარძალის კონტრაქტს უხანგრძლივებს

10-05-2016, 23:35

ტურინის "იუვენტუსი" კლუბის ორ საყრდენ ფიგურას, ჯანლუიჯი ბუფონსა და ანდრეა ბარძალის კონტრაქტს უხანგრძლივებს. ბუფონს კონტრაქტი 2017 წლამდე აქვს, ხოლო ბარძალიას კი ამ სეზონის ბოლოს ეწურება. კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ იტალიურ დუეტს 2017/18 წლების სეზონის ბოლომდე გაუხანგრძლივონ კონტრაქტი. ბუფონი "იუვენტუსს" 2001 წელს შეუერთდა და გუნდთან ერთად 7-ჯერ მოიგო სერია ა, ხოლო ბარძალი ტურინულ გრანდში  2011 წელს გადავიდა და ქვეყნის ჩემპიონატს 5-ჯერ დაეუფლა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით