შევჩენკო: ""მილანის" მწვრთნელობა ჩემთვის დიდი პატივი იქნება"

12-10-2017, 23:11

იტალიური "მილანის" ლეგენდარული, უკრაინელი ვეტერანი ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკო მის "როსონერიში" მთავარი მწვრთნელის პოსტზე შესაძლო დანიშვნის ჭორებს გამოეხმაურა.

"ამჟამად "მილანი" ჯერ კიდევ შენების პროცესშია და ექსპერიმენტები არც თუ ისე კარგი იქნება. რა თქმა უნდა "როსონერის" მწვრთნელობა ჩემთვის დიდი პატივი იქნება, მაგრამ ჯერ საკმარისი გამოცდილბა მჭირდება.

ახლა მხოლოდ უკრაინის ნაკრებზე ვფიქრობ. მინდა, რომ აქ განვვითარდე და მჯერა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას ამ ნაკრებთან ერთად მოვახერხებ", - ციტირებს შევჩენკოს სიტყვებს La Gazzetta dello Sport.

  • herrgio
  • 12 ოქტომბერი 2017 23:11
მართალი ხარ ჯერ ადრეა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უცნაური გადაწყვეტილება, საქართველოში ფეხბურთი ბრუნდება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით