"რეალს" ბეილი და ნავასი გამოაკლდა

5-05-2016, 23:33

მადრიდის "რეალის"  მეკარემ  კეილორ ნავასმა და ნახევარმცველმა გარეტ ბეილმა "მანჩესტერ სიტისთან" გამარჯვების შემდეგ სამედიცინო შემოწმება გაიარეს. შემოწმების შემდეგ ორივე ფეხბურთელს ტრავმა აღმოაჩნდა. უელსელს დაზიანება  მარჯვენა  მუხლზე, ხოლო ნავასს კი  მარცხენა კოჭზე დაუდგინეს. გუნდის ხელმძღვანელობას არ დაუდასტურებია ინფორმაცია თუ როდის დაბრუნდებიან ფეხბურთელები მოედანზე და მიიღებენ თუ არა ისინი მონაწილეობას შემდეგ მატჩში. შეგახსენებთ რომ  მადრიდის "რეალი" 8 მაისს თბილისის დროით 19:00 საათზე,  ლა ლიგის მატჩში  ვალენსიას დაუპირისპირდება.  



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით