იკარდიმ შემოწმება გაიარა

9-12-2017, 22:15

ბოლო დროს ხშირია საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ მილანის "ინტერის" კაპიტანი, მაურო იკარდი შესაძლოა მადრიდის "რეალში" გადავიდეს. ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.

ესპანური გამოცემა Don Balon-ის ინფორმაციით, არგენტინელმა ფორვარდმა იტალიაში სამედიცინო შემოწმება გაიარა და უახლოეს დროში "სამეფო კლუბთან" მოაწერს კონტრაქტს ხელს.

მოგეხსენებათ, "ნერაძური" ევროთასებზე არ ასპარეზობს და იკარდის შეეძლება, რომ "რეალს" ჩემპიონთა ლიგაზე დაეხმაროს. დიდი ალბათობით, სწორედ ეს გახლავთ ტრანსფერის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.



  • tsandro
  • 9 დეკემბერი 2017 22:16
კარგი შენაძენია

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით