კეინი: "მინდა, რომ ყოველ წელს მესისა და რონალდუზე უკეთესი ვიყო"

10-01-2018, 22:58

2017 წელს ჰარი კეინმა 56 გოლი გაიტანა და წლის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. მან ისეთ ფეხბურთელებს აჯობა, როგორებიც არიან: კრიშტიანუ რონალდუ, ლეო მესი, ედინსონ კავანი და სხვები. 

თავის მიღწევაზე კომენტარი გააკეთა ინგლისელმა ფეხბურთელმაც. როგორც თვითონ ამბობს, ყოველ წელს სურს მესისა და რონალდუზე უკეთესი შედეგის ჩვენება. 

"რონალდუ და მესი უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში საუკეთესოები იყვნენ და სამართლიანად დომინირებდნენ. ისინი ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელების სახელით შევლენ".

"იმითაც კი ვამაყობ, რომ მათ რაღაცაში ვაჯობე. მინდა, რომ ყოველ წელს ვაკეთო ეს. მხოლოდ მათი დამარცხება არ მსურს. მინდა იმდენი ტიტული მოვიგო, რამდენიც მათ აქვთ". - ამბობს "დეზების" ლიდერი 



  • AM11
  • 10 იანვარი 2018 22:59
ძალიან რთულია ეგ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ანანიძე: "ჩემი გადმოსვლის მთავარი მიზეზი ქეცბაიაა"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით