პოსტსაბჭოთა გუნდებს შორის "დინამო თბილისი" კვლავ საუკეთესოა

30-01-2018, 16:42

რუსული Sports.ru-ს ინფორმაციით, პოსტსაბჭოთა გუნდებს შორის დასწრების საუკეთესო მაჩვენებელს კვლავ "დინამო თბილისი" აჩვენებს. 

გამოცემამ უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში დასწრების საშუალო მაჩვენებელი მოიპოვა, რომელშიც ჩვენი გუნდი ერთპიროვნულად ლიდერობს. 

20 საუკეთესო მაჩვენებლიდან, 7 "დინამო თბილისს" ეკუთვნის. თბილისურმა გუნდმა 1977, 1978, 1979, 1980, 1981, 1984 და 1985 წლებში საუკეთესო შედეგი აჩვენა. რაოდენობის მხრივ, "ლურჯ-თეთრებთან" ერთად კიევის "დინამოც" მოწინავე პოზიციაზეა. უკრაინელებიც 7-ჯერ იყვნენ საუკეთესოები. 

აღსანიშნავია, რომ 1977 წელს დედაქალაქური გრანდის მატჩებს საშუალოდ 68 200 ადამიანი ესწრებოდა, რაც ბოლო 50 წლის განმავლობაში საუკეთესო მაჩვენებელია. 

გარდა ამისა, "სოვეტსკი სპორტს" თუ ვენდობით, 1983 წელს "დინამო თბილისი" დასწრების საშუალო რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში მე-4 პოზიციას იკავებდა. ჩვენი გუნდის თამაშებზე საშუალოდ 63 858 ადამიანი დადიოდა. 

ამ მხრივ ქართული კლუბი მხოლოდ "ბარსელონას" (100 834), "ნაპოლისა" (77 457) და მადრიდის "რეალს" (70 101) ჩამორჩებოდა.  



  • AM11
  • 30 იანვარი 2018 16:47
ნეტა ოდესმე თუ გვეღირსება იგივე

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით