ვერატი და მატუიდი "ჩელსისთან" ითამაშებენ

8-03-2016, 18:48

"პსჟს" ნახევარმცველები, მარკო ვერატი და ბლეზ მატუიდი ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ სათამაშოთ მზად არიან. დღეს ფრანგული კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ ვერატისა და მატუიდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი შეძლებენ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას. მატუიდმა ტრავმა საფრანგეთის თასის ნახევარფინალში "სენტ-ეტიენის" წინააღმდეგ თამაშისას მიიღო. რაც შეეხება მარკო ვერატის, მას საზარდულის ტრავმა აწუხებდა. მიმდინარე სეზონში მატუიდმა "პსჟს" მაისურით ყველა ტურნირზე 38 მატჩი ჩაატარა, შეძლო 3 გოლის გატანა და 7 საგოლე გადაცემის გაკეთება. იტალიელი ნახევარმცველის ანგარიშზე კი 4 საგოლე გადაცემაა 26 მატჩის შემდეგ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით