ანჩელოტი: “რეალის“ პრეზიდენტის ნაბიჯები კატასტროფულია“

11-01-2016, 01:56

კარლო ანჩელოტიმ თავის ყოფილ გუნდზე, მადრიდის "რეალზე", საინტერესო კომენტარი გააკეთა. "მე არ ვიცი, რა ხდება "რეალში“, რადგან ამ კლუბს აღარ ვწვრთნი, მაგრამ ფაქტია, რომ პერესი დაუფიქრებლად იქცევა. არ შეიძლება გუნდის თავკაცი მოხსნა მაშინ, როდესაც მას მხოლოდ რამდენიმე თვე ჰქონდა გუნდის დასალაგებლად.“ "რაფაელ ბენიტესის კომპეტენციის ეჭვქვეშ დაყენება არ შეიძლება. მას ნამდვილად არ ჰქონდა კარგი შედეგები, მაგრამ გადაწყვეტილება დაუფიქრებელი და ნაჩქარევია.“ "ზინედინ ზიდანი? ეს ადამიანი სულით ლიდერია და ღრმად მწამს, რომ გუნდს წარმატებას მოუტანს.“



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით