დღემდე უცნობი ფაქტი: რატომ დამარცხდა "ბარსა" "რეალთან" ანგარიშით 11:1

4-09-2016, 01:42

როგორც მოგეხსენებათ მადრიდის "რეალსა" და კატალონიის "ბარსელონას" დღეს-დღეისობით დიდი მტრობა აქვთ. მათ შორის ყოველი შეხვედრა მსოფლიო მოვლენაა და ყოველი მატჩის წინ უდიდესი დაძაბულობა სუფევს. როგორც იცით, ამ გუნდებს შორის არაერთი უხვგოლიანი დაპირისპირება ყოფილა, ხოლო ანგარიში 11-1, რომელიც "თეთრების" სასარგებლოდ დაფიქსირდა, ყველაზე დიდი გარჩევის თემაა ამ ორი გუნდის ფანებს შორის. ზოგი ამბობს, რომ ამ მატჩში ფრანკომ კატალონიელები დააშინა, რათა ძალით წაეგოთ ასეთი ანგარიშით, ზოგი კიდე ამბობს რომ პირველი ტაიმი მოიგო "ბარსელონამ" თავისი ძალის დასამტკიცებლად, ხოლო მეორე ტაიმში კი გოლები საკუთარ კარში გაიტანა. თუმცა რეალურ ისტორიას არცერთი შეესაბამება.

ფრანცისკო ფრანკო, ესპანეთის მეფე და დიქტატორი 50 წლის მანძილზე. ბევრის აზრით ის იყო მადრიდის "რეალის" დიდი გულშემაკტივარი და ყველაფერს აკეთებდა, რათა ამ გუნდს ყველაფერი ქონოდა ტიტულების მოსაპოვებლად. სინამდვილეში კი ბევრმა არიცის, რომ ის იყო მადრიდის მეორე გუნდის, "ატლეტიკოს" გულშემატკივარი. გარდა ამისა იგი ძალიან ეხმარებოდა კატალონიის კლუბ "ბარსელონასაც", რადგან ალბათ დამეთანხმებით, რომ მეფის დახმარების გარეშე მაშინ ცალკეული რაიონისთვის 98'000იანი სტადიონის აშენება და მისი შენახვა პრაქტიკულად შეუძლებელს ჰგავს.

გარდა ამისა თუ კარგად ჩავუღრმავდებით მადრიდის "რეალის" ისტორიას დავინახავთ, რომ "თეთრების" ყველაზე დიდი უტიტულო წლები სწორედ ფრანკოს პერიოდს უკავშირდება. მათ ზუსტად 10 წლის მანძილზე არ ჰქონდათ ტიტული მოპოვებული, რაც უცნაურია ისეთი დიქტატორისთვის, რომელიც ვითომდა ფეხბურთელებს აშინებდა რათა მადრიდის "რეალთან" წაეგოთ.

ახლა კი მოდით უშუალოდ მატჩზე გადავიდეთ. მატჩი 1943 წელს გაიმართა. მოგეხსენებათ, რომ იმ დროს ძალიან ხშირი იყო უხვგოლიანი მატჩების რაოდენობა. გარდა ამისა იმ დროს სტადიონის ფაქტორი ისეთი რამ იყო, რომ შეეძლო კლუბს 5-6 ბურთიანი მარცხიც კი აღმოეფხვრა. ასე რომ, კულეების განაცხადი, თითქოს "ბარსამ" შინ 3-0 მოიგო და გასვლაზე 11-1 როგორ წააგებდაო მოკლედ რომ ვთქვათ სისულელეა. რაც შეეხება თამაშს, ალბათ ბევრს ს გაგიგონიათ კულეების ნათქვამი, რომ თითქოს შესვენებისას სტადიონის გასახდელში "ბარსელონას" ტანკები დაუყენეს, რათა წაეგოთო. რა თქმა უნდა ეს არის სრული სისულელე, თუმცა მცირე სიმართლე ამ ფაქტშიცაა. პირველი ტაიმის შემდეგ მადრიდის "რეალი" ანგარიშით 8-0 ამარცხებდა კატალონიურ კლუბს და ფეხბურთელებს არანაირი სურვილი აღარ ჰქონდათ მოედანზე გამოსვლის. ამიტომაც პოლიცია იძულებული გახდა გასახდელში ჩასულიყო და ფეხბურთელები მოედანზე გამოეყვანათ, რათა "ჩამარტინის" პუბლიკა ჭკუიდან სრულიად არ შეეშალათ.

ამ დამამცირებელმა მარცხმა გამოიწვია კატალონიური გუნდის ფანების დიდი ზიზღი მადრიდის "რეალის" მიმართ და საბოლოოდ სწორედ ამ მატჩის შემდეგ ჩამოყალიბდა "ელ კლასიკო" ისეთი სახით, როგორიც დღეს გვაქვს.

ფაქტები აღებულია:Wikipedia, Google, Marca, Lemonisto Blog.


სანდრო ჭიღლაძე, სპეციალურად FOOTBALLNEWS-ისთვის!

  • tsandro
  • 4 სექტემბერი 2016 01:42
100% სიმართლეა!

  • Milanista21
  • 4 სექტემბერი 2016 13:47
ელ კლასიკო ისედაც ჩამოყალიბდებოდა ამ სახით.. 2 უძლიერესი გუნდია ესპანეთში და მაგიტომ

  • skbk
  • 5 სექტემბერი 2016 01:56
mikerdzoebulobas sheveci

rac ar ici vigacis nay.evi ar unda gaimeoro

  • gio gio
  • 5 სექტემბერი 2016 12:57
საედან მოიტანეთ რომ ბარსელონას ეხმარებოდა ფრანკო რეებს ამბობთ , ბარსას რომ პოლიტიკურად ჩაგრავდნენ რათ უნდა მაგას საუბარი , თქვენი აზრით რატომაა რეალი სამეფო კლუბი იმიტო ხო არა რომ ყველაზე მეტი ტიტული აქვს მოგებული თუ ასე ფიქრობთ შეგახსენებთ რომ ამ მხრივ ბარსაა პირველი , სამეფო კლუბს იმიტომ ეძახიან რეალს რომ ის ესპანეთის სამეფო ხაზინას ეკუთვნის . ჯერ კარგად გადახედეთ ისტორიას და მერე ისაუბრეთ ნუ იცით რეალის ფანებმა მიკერძოება , ფრანკო რომ ბასას დახმარებოდა რამით სტადიონს არ დაუბომბავდნენ და საგარეო ტრანსფერებს არ აუკრძალავდნენ.

და ელ კლასიკო მაგ მატჩამდეც იყო ჩამოყალიბებული რეებს მიედ მოედებით

  • ozbeta
  • 5 სექტემბერი 2016 13:26
ასეთი დიდი სისულელე ჟერ არ წამიკითხავს, ჯერ ერთი ფრანკო მეფე არასდროს ყოფილა , ეს ერთი სისულელე, მერე მეორეც თუ მეფე იყო რეალის სამეფო გუნდი და არა ატლეტიკო, ატლეტიკო ბასკი სეპარატისტების დაარსებული გუნდია ბილბაოს ატლეტიკის შვილობილი გუნდია ეს ისე ამ სსტატიის ავტორი რომ განვანათლოთ.,

ციტატა: skbk
mikerdzoebulobas sheveci

ar iyo mag deos barsa ar iyo dzaan dzlieri

ყველაზე დიდი სისულელე ამ სტატიაში ისაა რომ პოლიცია ფეხბურთელების გამოსაყვანად მივიდა:)))))))))))))))))) კსტატე ფრანკო არანაირად არ იყო ატლეტიკოს გულშემატკივარი

ფაქტებიც რა სარწმუნო წყაროებიდან აუღია კაცო, მანდვე, მაგ წყაროებში საპირისპირო ინფორმაციაც უამრავია და ისინი რატომ არ გამოიყენა ნეტავ სტატიის ავტორმა?:)))))))

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით