• 28-04-2024
    ქართველები ვინ, სად, როდის - როგორია ჩვენი ლეგიონერების განრიგი 28 აპრილს
    ქართველები ვინ, სად, როდის - როგორია ჩვენი ლეგიონერების განრიგი 28 აპრილს

    28 აპრილს საფეხბურთო სამყაროს შიდა ჩემპიონატების მორიგი ტური ელის. 

    რასაკვირველია ქართველი ლეგიონერები შეეცდებიან თავიანთ კლუბებს 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარონ. 

    ჩვენი ბიჭების დღევანდელი განრიგი ასეთია: 

    გიორგი მიქაუტაძე: საფრანგეთის ლიგა • "მეცი" - "ლილი" [15:00]

    ოთარ კიტეიშვილი: ავსტრიის ლიგა • გრაცის "შტურმი" - "სალზბურგი" [19:00]

    ხვიჩა კვარაცხელია: სერია ა • "ნაპოლი" - "რომა" • [20:00]

    გიორგი ქოჩორაშვილი: ლა ლიგა 2 • "ლევანტე" - "კართაგენა" • [20:30]

    აქვე გეტყვით იმასაც, რომ ხვალ გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" ლა ლიგის ეგიდით 23 საათზე კატალონიის "ბარსელონას" დაუპირისპირდება.

    Facebook კომენტარები