შავდათუაშვილს ძალიან არ გაუმართლა - როგორია ოლიმპიური ჩემპიონის ბადე ოლიმპიადაზე შავდათუაშვილს ძალიან არ გაუმართლა - როგორია ოლიმპიური ჩემპიონის ბადე ოლიმპიადაზე » Footballnews შავდათუაშვილს ძალიან არ გაუმართლა - როგორია ოლიმპიური ჩემპიონის ბადე ოლიმპიადაზე
გათიშვა

შავდათუაშვილს ძალიან არ გაუმართლა - როგორია ოლიმპიური ჩემპიონის ბადე ოლიმპიადაზე

შავდათუაშვილს ძალიან არ გაუმართლა - როგორია ოლიმპიური ჩემპიონის ბადე ოლიმპიადაზე
2 წლის და 2 თვის წინ
გიორგი ჭანტურია

როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ძიუდოში ოლიმპიური თამაშების წილისყრა გაიმართა.

73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ძიუდოისტი, ლაშა შავდათუაშვილი მეოთხე ოლიმპიური მედლის მოპოვებას შეეცდება.

ლაშა შავდათუაშვილი 1/16 ფინალურ მატჩში ჟან-ბენჟამინ გაბას დაუპირისპირდება, 1/8 ფინალში კი აფრიკელ სპორტსმენებს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. წარმატების შემთხვევაში, მისი მეტოქე დიდი ალბათობით გამოცდილი იაპონელი სპორტსმენი, ჰაშიმოტო სოიჩი იქნება.

ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ჰაშიმოტო სოიჩი გახლავთ. B ბადეს მანუელ ლომბარდო უდგას სათავეში, D ბადის ლიდერი კი შვეიცარიელი სტამპი გახლავთ.

ცნობისთვის, შავდათუაშვილს ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები აქვს მოპოვებული.

გირჩევთ