ისტორიაში პირველად ქართველმა ქალმა მსოფლიოს უდიდესი მწვერვალი ევერესტი დაიპყრო.
საუბარი გვაქვს ალინა გამსახურდიაზე, რომელმაც ნეპალის დროით 09:10-ზე შეძლო მწვერვალის დალაშქვრა.
“ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი ოცნება და მისკენ მიმავალ გზაზე ასევე გავხდი პირველი ქართველი ქალი ისტორიაში, ვინც ევერესტზე ავიდა. მე ჯერ არ შემიძლია მისი გააზრება, გაგება ან ათვისება. ჯერჯერობით, თითქოს პარალელურ რეალობაში ვარ”. - წერს ალინა სოციალურ ქსელში.