"ახლა ეს დაივიწყე.." - მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანს მიმართა "ახლა ეს დაივიწყე.." - მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანს მიმართა » Footballnews "ახლა ეს დაივიწყე.." - მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანს მიმართა
გათიშვა

"ახლა ეს დაივიწყე.." - მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანს მიმართა

"ახლა ეს დაივიწყე.." - მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანს მიმართა
2 თვის წინ
ნიკა მშვილდაძე

პიოტრ იანმა საჯაროდ განაცხადა, რომ მას სოციალურ ქსელში მერაბ დვალიშვილისთვის გამოჯანმრთელება არ უსურვებია.

რუსის განცხადებით, ეს ტექსტი თავისმა მენეჯერმა დაწერა და არა თავად:

"მე და მერაბი მეგობრები არ ვართ! სოციალურ ქსელში მისთვის გამოჯანმრთელება არ მისურვებია, ეს ალბათ ჩემმა მენეჯერმა გააკეთა".

იანის უკანასკნელ ნალაპარაკებს თავად ქართველი მანქანაც გამოეხმაურა:

"მეგობრებო, უსმინეთ პიოტრ იანს. მან აღიარა, რომ თავის სოციალურ ქსელებს სხვა მართავს და გუშინდელი კომენტარები გამოჯანმრთელებაზე და შეხვედრაზე სხვას ეკუთვნის. როგორ სწრაფად იცვლის აზრს - მეგონა, 2023-ში როცა დავამარცხე თავმდაბალი გახდა, ამიტომაც მეგობრულად ვექცეოდი. ახლა ეს დაივიწყე მატყუარა - თამაში იწყება!", - წერს მერაბი.


FACEBOOK კომენტარები