ბო ნიკალი VS ხინჩეგაშვილი! როდის შედგება დაპირისპირება ბო ნიკალი VS ხინჩეგაშვილი! როდის შედგება დაპირისპირება » Footballnews ბო ნიკალი VS ხინჩეგაშვილი! როდის შედგება დაპირისპირება
გათიშვა

ბო ნიკალი VS ხინჩეგაშვილი! როდის შედგება დაპირისპირება

ბო ნიკალი VS ხინჩეგაშვილი! როდის შედგება დაპირისპირება
2 საათის და 24 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

ცოტა ხნის წინ ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-მა (Real American Freestyle) ძალიან საინტერესო ბრძოლა ჩანიშნა.

კერძოდ დადასტურდა, რომ ლეგენდარული ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ამ ორგანიზაციაში UFC-ს მებრძოლს ბო ნიკალს დაუპირისპირდება.

ბო ნიკალი თანამედროვე სპორტის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა, რომელმაც სახელი ჯერ ჭიდაობაში, შემდეგ კი შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში (MMA) მოიხვეჭა.

ნიკალი პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლეგენდაა, სადაც მან სამჯერ მოიპოვა NCAA-ს პირველი დივიზიონის ჩემპიონობა თავისუფალ ჭიდაობაში.

2019 წელს მას გადაეცა პრესტიჟული „დენ ჰოჯის ტროფი“, რომელიც კოლეჯების დონეზე წლის საუკეთესო მოჭიდავეს გადაეცემა.

რაც შეეხება ვლადიმერს, ბევრ სხვა წარმატებებთან ერთად მისი მთავარი ჯილდო თავისუფალ ჭიდაობაში მოპოვებული ოქროს მედალია.

ცნობისთვის, ეს ბრძოლა 28 მარტსაა ჩანიშნული.

FACEBOOK კომენტარები