UFC-ს 2026 წლის პირველ ღონისძიებაზე მსუბუქი დივიზიონის (70კგ) დროებითი ქამრისთვის ბრძოლაში ჯასტინ გეიჯიმ პედი პიმბლეტი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
2025 წლის მიწურულს აღნიშნული წონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ განაცხადა, რომ პირადი პრობლემების გამო იანვარში ვერ იბრძოლებდა და ორგანიზაციამ დროებითი ქამარი სხვა მებრძოლებს შორის გაათამაშა.
37 წლის ამერიკელმა პედი პიმბლეტს ხუთრაუნდიან დაპირისპირებაში აჯობა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბრიტანელმა დიდი გამძლეობა გამოავლინა – გეიჯის ნოკაუტის გაფორმება შეხვედრის მსვლელობისას რამდენჯერმე შეეძლო.
შედეგად, ჯასტინ გეიჯი UFC-ს მსუბუქი წონის დროებით ქამარს კარიერაში მეორედ დაეუფლა – ის უპირობო ჩემპიონი არასდროს ყოფილა.
სავარაუდოდ, გეიჯისა და ილია თოფურიას საჩემპიონო ბრძოლა მიმდინარე წლის გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულის დასაწყისში გაიმართება.
29 წლის ქართველი მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი 2025 წლის ივნისში გახდა, მან ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა.
როგორც მედიაში ვარაუდობენ, 90%-ით ილიასა და გეიჯის ბრძოლა 14 ივნისს UFC-ის თეთრი სახლის ღონისძიებაზე შედგება.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ