უიშვიათესი შემთხვევა აწონვებზე - რა მოხდა UFC თეთრი სახლის ღონისძიების წინ უიშვიათესი შემთხვევა აწონვებზე - რა მოხდა UFC თეთრი სახლის ღონისძიების წინ » Footballnews უიშვიათესი შემთხვევა აწონვებზე - რა მოხდა UFC თეთრი სახლის ღონისძიების წინ
გათიშვა

უიშვიათესი შემთხვევა აწონვებზე - რა მოხდა UFC თეთრი სახლის ღონისძიების წინ

უიშვიათესი შემთხვევა აწონვებზე - რა მოხდა UFC თეთრი სახლის ღონისძიების წინ
2 საათის და 15 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

UFC-ის თეთრ სახლში გასამართი ღონისძიების წინ საინტერესო და საკმაოდ მოულოდნელი ინფორმაცია გავრცელდა. 

ბრაზილიელმა მებრძოლმა დიეგო ლოპესმა წონა ორჯერ ჩააბარა.

ირკვევა, რომ ლოპესმა თავდაპირველად 65 კილოგრამი დააფიქსირა, რადგან სტივ გარსიას დაუპირისპირდეს. 

მოგვიანებით კი მან 70 კილოგრამიც ჩააბარა, რათა ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის შორის მთავარი ბრძოლის ოფიციალური დამზღვევი ყოფილიყო.

მანამდე, გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული როლი არმან ცარუკიანს უნდა შეესრულებინა, თუმცა საბოლოოდ ეს გეგმა შეიცვალა. 

არსებული ცნობებით, ცარუკიანი 14 ივნისს RAF-ის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, რის გამოც UFC-მ სხვა ვარიანტი აირჩია.

შედეგად, დიეგო ლოპესი ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევის ავტორი გახდა, როდესაც მებრძოლმა ერთივე ღონისძიებისთვის ორი განსხვავებული წონითი კატეგორიის მოთხოვნები.

FACEBOOK კომენტარები